- მთავარი/
- სასტუმრო რუსთავი/
- სიახლეები
- Details
- Hits: 24983
საქართველო (აფხ. Қырҭтәыла) — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისცა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო, სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801-1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს კვლავ მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსური პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.
- Details
- Hits: 32322
ქართული მუსიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ცნობილი. ფოლკლორულ მუსიკას, განსაკუთრებული ადგილი უკავია კულტურულ ღირებულებაში ქართველი ხალხისთვის. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ანტიკური ხანის მუსიკალური ინსტრუმენტები: სალამური, ჩანგი და სხვა. ფოლკლორულ მუსიკას, განსაკუთრებული ადგილი უკავია კულტურულ ღირებულებაში ქართველი ხალხისთვის. მუსიკალური ტრადიციები საქართველოს ყველა კუთხეს აქვს საკუთარი მუსიკალური ტრადიციები, დიალექტი და წარმოდგენის მანერა. არც ერთ მათგანში არ მეორდება ერთნაირი ინტონაცია და ჰარმონიულობა. ეს არის სტილი , რომელიც სამი ფორმით არის წარმოდგენილი. 1977 წელს კოსმოსში გააგზავნეს ერთ-ერთი ქართული მუსიკალური ჩანაწერი ჩაკრულო, ნიშნად იმისა , რომ საქართველო იყო ევროპული კულტურის ნაწილი. ევროპულმა ოპერამ მოახდინა ზეგავლენა, რომ საქართველოშიც განვითარებულიყო ეს მიმდინარეობა. ტრადიციული ქართული სამოსი ისევე როგორც სხვა ერების წარმომადგენლები, ქართველებიც უძველესი დროიდანვე, ორიგინალურად, თავისებურად იმოსებოდნენ. სამოსელის დასამზადებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ სელის, კანაფისა და მატყლის ქსოვილებს. დასამაგრებლად და მოსართავად ხმარობდნენ ღილებს, ხრიკებს, ქინძისთავებს, ბალთა-აბზინდებს და ა.შ. ქართული ცეკვა ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. მისი განვითარების პროცესში აღმოცენდა თეატრალიზებული ქართული ცეკვა და საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ-საბალეტო ხელოვნებას. წმინდა საცეკვაო ელემენტების შერწყმამ ადათ-წესებისა და თამაშობების რიტუალებთან განაპირობა ისეთი ცეკვების შექმნა, როგორიცაა: ,,ქართული’’, ”განდაგანა”, ,,ხორუმი’’, ,,ფერხულ-ორსართულა’’, ,,სამაია’’, ,,ხანჯლური’’, ,,მთიულური’’, ,, მთიულური დავლური’’, ”ბაღდადური” და სხვა. ყველა ცეკვას აქვს თავის კოსტიუმი საქართველოს კუთხეების მიხედვით. კაცთა ცეკვები გამოირჩევა მაღალი ტექნიკით, მსოფლიოს სხვა ცეკვებისგან განსხვავებით. ისინი ცეკვავენ ფეხის წვერებზე, სპეციალური ფეხსაცმლის გარეშე. ქალების როლი ცეკვაში საინტერესოა. ქალი არასოდეს ცდილობს ღიად მიიზიდოს პარტნიორი ცეკვის დროს, რადგან მას არ სურს შეამჩნიოს პარტნიორმა. პარტნიორი ინარჩუნებს დისტანციას ცეკვის დროს და პატივს სცემს მის სილამაზეს. ქართული ენა და დამწერლობა ქართული დამწერლობა მიეკუთვნება იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფს. სულ ქართულ ენაში არსებობს სამი დიალექტი: ქართველური, სვანური და მეგრული (იგივე ლაზური). აღსანიშნავია, რომ ქართული დამწერლობა არის ერთ-ერთი მსოფლიოს 14 დამწერლობათა შორის.
- Details
- Hits: 24550
- Details
- Hits: 24201
რუსთავი — თვითმმართველი ქალაქი, ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი 1948 წლის 19 იანვრიდან. მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის ორივე ნაპირას, ზღვის დონიდან 370 მ სიმაღლეზე. რუსთავი თბილისის აგლომერაციაში მყოფი ქალაქებიდან უდიდესია. თბილისსა და რუსთავს შორის უმოკლესი მანძილია 7,66 კილომეტრი. ქალაქის ტერიტორია 60 კვ. კმ-ს შეადგენს, მოსახლეობა 138 ათასი. რუსთავი საქართველოს უმთავრესი სამრეწველო ქალაქია თბილისის შემდეგ. ეწვიეთ რუსთავის საიტს